|
|
|
|
|
|
||
|
თბილ რძეში ჩავყაროთ
1 ჩაის კოვზი შაქარი
და დროჟი, მოვურიოთ,
დავამატოთ 1/3 ჭიქა
ფქვილი, ავურიოთ
და გავაჩეროთ
თბილ ადგილას
რათა კარგად გაფუვდეს. კვერცხის გულები
და შაქარი ავსრისოთ
გათეთრებამდე
დავამატოთ კარაქი,
ვანილინი, გაფუებული
დროჟი და 2 ჭიქა
ფქვილი (თუ ცომი
თხელი გამოგივიდათ,
დაამატეთ კიდევ
ცოტაოდენი ფქვილი
დაახლოებით 1/3 ჩაის
ჭიქა). გამზადებული
მასა დავდგათ
თბილ ადგილას
და დავაცადოთ
სანამ მოცულობაში
არ მოიმატებს
2-ჯერ. (ცომს ზემოდან
აუცილებლად დააფარეთ,
რათა ზედაპირი
არ მოუხმეს). შემდეგ გამზადებულ
ცომში შეურიეთ
ქიშმიში და ცუკატები
და ჩადეთ ცხიმწასმულ
ფორმაში. როდესაც
ფორმაში ცომი
2-ჯერ მოიმატებს
(გაფუვდება), შედგით
აირღუმელში 180 გრადუს
ტემპერატურაზე,
გამოაცხვეთ. მზა პასკას მოაყარეთ
შაქრის პუდრა. |
|