მთავარი გვერდი

კონტაქტი

 

 

 

 

 

მსოფლიო სამზარეულო

რეცეპტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გოზინაყი

 

 

o       ნიგოზი 500 გრამი

o       თაფლი 250 გრამი

o       შაქარი 4 სუფრის კოვზი

Text Box: GURMAN.GE

 

ნიგოზი (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისეც შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთიორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

 

 

 

 

Сайт управляется системой uCoz