მთავარი გვერდი

კონტაქტი

 

 

 

 

 

მსოფლიო სამზარეულო

რეცეპტები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარული ხაჭაპური

 

o       ფქვილი 100 გრამი

o       წყალი,რძე 50 გრამი

o       საფუარი 2 გრამი

o       ყველი 35 გრამი

o       კვერცხი 2 ცალი

o       კარაქი 20 გრამი

o       ხაჭო 40 გრამი

Text Box: GURMAN.GE

 

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყალი), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოს არევაც. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 23 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდანვ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე, ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 23 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელცხელი მივიტანოთ სუფრაზე.

 

 

 

Сайт управляется системой uCoz